თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

რუსმა ჟურნალისტმა, იური იზოტოვმა საქართველოს შსს-ს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

loading...

როგორც იზოტოვმა განმარტა, “ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ჩემს პოსტებთან დაკავშირებით, რომლებიც ზაფხულში მოსკოვის აქციების დაშლას უკავშირდებოდა, წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოწმება ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აძღვრით არ დასრულებულა, კარგად მესმის, რომ ნებისმიერ მომენტში ჩემს წინააღმდეგ საქმის შეკერვა არის შესაძლებელი და ჩემზე ძებნის გამოცხადება“, – დაწერა იზოტოვმა.

მისი თქმით, თავშესაფრის თხოვნით ის „რუსეთში შესაძლო გადაცემისგან იცავს თავს“.

ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში კოლეგასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს, რომელიც რუსი პოლიტპატიმრების უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

„რუსეთში ადამიანები, რომლებიც ჩემნაირი საქმიანობით არიან დაკავებული, შესაძლოა ასევე გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი. მეჩვენება, რომ აქ ყოფნით, მეტის გაკეთება შემეძლება“, – აღნიშნა იური იზოტოვმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველოს შსს-ს თავშესაფრის თხოვნით 2019 წლის 31 დეკემბერს მიმართა. სამიგრაციო დეპარტამენტმა ანკეტირება 28 თებერვლისთვის დანიშნა.

როგორც იზოტოვმა დაწერა, მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა მას შეიბრალებს და დადებით პასუხს გასცემს, “ძალიან მინდა ნორმალური ცხოვრება“.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ