რომის პაპმა ფრანცისკმა შესაძლოა დაქორწინებულ კათოლიკეთა მღვდლად კურთხევის შესაძლებლობა დაუშვას. საქმე ეხება სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებ კათოლიკე მოსახლეობას, რომელიც ნაწილიც მღვდელს წელიწადში ერთხელაც ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ განსხვავებით მართლმადიდებელი ეკლესიისა, კათოლიკურ ეკლესიაში მრავალი საუკუნეა მოქმედებს “ცელიბატის” (უქორწინებლობის) კანონი, რომელიც დაქორწინებული პირების მღდვლად კურთხევას კრძალავს. მართლმადიდებლებს ეს შეზღუდვა მხოლოდ მაღალი რანგის სასულიერო პირთათვის – ეპისკოპოსებოისთვის აქვთ დაწესებული.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

ამ მიზნით ვატიკანში სპეციალური სინოდია მოწვეული, სადაც პაპთან სამხრეთ ამერიკიდან 184 ეპისკოპოსი შეიკრიბება.

სინოდის დღის წესრიგში სხვა საკითხებიცაა: მიგრაცია, ეკოლოგია, ურბანიზაცია, ასევე ამაზონის რეგიონის პრობლემები – კათოლიკე მისიონერთა როლი ადგილობრივ ინდიელებს შორის, ტყეების მასობრივი გაჩეხვა და სხვ.

რაც შეეხება ე.წ. მესამე პუნქტს – ცელიბატს, ივარაუდება, რომ საკადრო კრიზისიდან გამომდინარე, ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის შეირჩეევა ღირსეული, ავტორიტეტული და ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც მღვდლის წოდება მიენიჭება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულია თუ არა ის და მას ყველა რიტუალის, უპირველეს ყოვლისა, მრევლის ზიარების უფლება ექნება.

ვატიკანის მონაცემებით, ყოველკვირეულ ზიარებას ამაზონის მოსახლეობის 85% ვერ ახერხებს, ხოლო დიდი რაოდენობა ამას წელიწადში ერთხელაც ვერ ახერხებს.

ამასთან, ვარაუდობენ, რომ ვატიკანმა გამონაკლისი შესაძლოა მსოფლიოს სხვა, ძნელად მისადგომ ადგილებშიც დაუშვას.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ