თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ფედერალ 1-ის კლუბ „გროლეს” წარმომადგენლები გუნდის მოთამაშის, 28 წლის ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას გამოეხმაურნენ:

„ეს ამბავი მაშინ გავიგეთ, როცა თამაშისთვის გახურებას ვიწყებდით. ყველა განადგურებული იყო. ბექა გუნდს 2-თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ის ტემპერამენტიანი მოთამაშე იყო. 2 სეზონი “ლა სენში” გაატარა და შემდეგ დაგვიბრუნდა. ის ძალიან ძლიერი გახლდათ, შრომისმოყვარე და მინდორზე სწორი მოქმედებებით გამოირჩეოდა”, – თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟან კრისტოფერ ბაკამ.

loading...

„ის რაგბითა და რაგბისთვის ცხოვრობდა. რაც მოხდა, ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ მის პარტნიორზე ვფიქრობთ, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა”, – აღნიშნა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გაი ლაპორტმა.

width=885

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას საფრანგეთში, 28 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ემსხვერპლა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ