თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

loading...

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – ბელგიის  დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

 

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოყენებულია სამუშაო ძალის შემდეგი სახის კლასიფიკაცია:

არაკვალიფიციური მუშაკები – სამუშაო ძალა, რომელიც ფიზიკურად ასრულებს სამუშაოს და არ სჭირდება სპეციფიკური განათლება

კვალიფიციური მუშაკები – პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა

მაღალკვალიფიციური მუშაკები – უმაღლესი (აკადემიური და/ან პროფესიული) განათლების მქონე სამუშაო ძალა

ბელგიის შრომის ბაზრის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მოსახლეობა ეკონომიკურად არაა აქტიური. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სიმწირის გამო კი ვაკანსიების შევსება პრობლემური ხდება.

ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ წინა წლებში ბელგია გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობის მიხედვით მოწინავე ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირში. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ბელგიის განვითარებისათვის.  პრობლემის გადასაჭრელად ცდილობენ გადაამზადონ ადგილობრივი კადრები, თუმცა,  ამავე დროს აქტიურად ეძებენ მესამე ქვეყნების მოსახლეობაში მაღალკვალიფიციურ კადრებსაც.

დასაქმება იტალიაში: როგორ მოვძებნოთ სამსახური და რამდენია ხელფასი

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე ბელგიაში:

ბელგიის  დასაქმების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს „დეფიციტური პროფესიების“  სიას. აღნიშნული სია მოქმედებს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში ბინადრობის ნებართვის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზეც.

ბელგიაში  გამოყოფილია პროფესიათა ოთხი ძირითადი ჯგუფი, რომელშიც დამსაქმებლებს ყველაზე მეტად უჭირთ ვაკანსიების შევსება. ესენია:

1. ექიმები და სამედიცინო სფეროს პროფესიონალები, გაითვალისწინეთ, რომ ბელგიაში განსაკუთრებული მოთხოვნაა ექთნებზე,

2. ICT სფეროს პროფესიონალები (ბიზნეს ანალიტიკოსები, ანალიტიკოსი დეველოპერები, ქსელისა და მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები; პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტები ა.შ.),

3. ტექნიკურ – ინდუსტრიული ინჟინრები.  ინჟინერია ბელგიელ ახალგაზრდებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს და ძალიან დაბალია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობაც ამ სფეროში,

4. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი (მიმტანები, მზარეულები, სასტუმროს მიმღები, ოთახის დამლაგებლები და ა.შ.)

მიგრანტი მუშახელის დასაქმება ბელგიაში – პრაქტიკული რჩევები

გაითვალისწინეთ, რომ თუ ბელგიაში ლეგალურად დასაქმება გადაწყვიტეთ,  აუცილებლად უნდა გქონდეთ სამუშაო შეთავაზება ბელგიური კომპანიისაგან. ევროკავშირის სხვა ქვეყნების  მსგავსად, ბელგიური კომპანია პირველ რიგში დასაქმების სამსახურს აცნობებს თავისი სურვილის შესახებ დაიქირავოს მესამე ქვეყნის მოქალაქე. აღნიშნულის შემდეგ კი უნდა ჩატარდეს ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი.

ე.წ. შრომის ბაზრის ტესტის მიხედვით, თუ დამსაქმებელს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავება სურს, ის ვალდებულია აცნობოს ადგილობრივ დასაქმების სამსახურს, რომელიც ვაკანსიას გამოაქვეყნებს თავის ვებ-პორტალზე. თუ აღნიშნულ პოზიციაზე ვერ მოხერხდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრის პოვნა გერმანიაში, მაშინ დასაქმების სააგენტო თანხმდება შრომისა და ბინადრობის ნებართვა გასცეს მესამე ქვეყნის მოქალაქეზე.

თუ ავსტრიაში დასაქმება გადაწყვიტეთ – პრაქტიკული რჩევები

ბელგიაში სამუშაოდ არსებობს ორი ტიპის სამუშაო ნებართვა – A და B. თუ თქვენ პირველად მიდიხართ ბელგიაში სამუშაოდ, უნდა მოიპოვოთ B ტიპის ნებართვა, რომელიც კონკრეტული სამუშაოსთვის და კონკრეტული პერიოდით (მაქსიმუმ 12 თვე) გაიცემა. თუმცა, შეგიძლიათ მისი განახლებაც. რაც შეეხება A ტიპის ნებართვას, იგი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუკი პირი დაადასტურებს რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ოთხი  წელი მაინც მუშაობდა ბელგიაში B ტიპის ვიზით.

სამუშაო ნებართვაზე განაცხადი ელექტრონულად კეთდება. ამ ეტაპზე ბელგიაში არ უნდა იმყოფებოდეთ.  თუ თანხმობა მიიღეთ, ამის შემდეგ უკვე  საჭიროა გრძელვადიანი (D ტიპის) ვიზის მიღება და უკვე ბელგიაში ჩასვლის შემდეგ ბინადრობის უფლების მოპოვება.

გაითვალისწინეთ, ბელგიაში ლეგალურად მუშაობისათვის აუცილებელია საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციების აღიარება.

 

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ