თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი


“რომამ” და “მილანმა” იტალიურ სპორტულ გაზეთ Corriere dello Sport-ს რასისტული სათაურის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს და წლის ბოლომდე მათ წარმომადგენლოებს არც ვარჯიშებზე დაუშვებენ და არც ინტერვიუს მისცემენ.

გაზეთმა ხუთშაბათის ნომერის მთავარ სათაურად “შავი პარასკევი” დააწერა და თან რომელუ ლუკაკუსა და კრის სმოლინგის ფოტოები დაურთო. მოგეხსენებათ, დღეს 6 დეკემბერს, პარასკევს სერია A-ს მე-15 ტურში ერთმანეთს “ინტერი” და “რომა” შეხვდებიან.

loading...

ლუკაკუ და სმოლინგი აღნიშნულ სათაურს გამოეხმაურნენ და ორივე მათგანმა მწვავედ გააკრიტიკა გაზეთი რასიზმის გაღვივებაში. ლუკაკუმ დაწერა, რომ ნაცვლად შესანიშნავი სპორტის ლამაზი მხრის ჩვენებისა, გაზეთი ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს.

კრიტიკას Corriere dello Sport-ის სპორტულმა რედაქტორმა ივან ძაძარონიმ უპასუხა და განაცხადა, რომ მათი გაზეთის პირველ გვერდზე რასისტული არაფერია და არც ისეთი რამ არის, რასაც 40 წლის განმავლობაში არ აკეთებდნენ.

sportall.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ