გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეჰოფერმა გამოცემა Bild am Sonntag-თან საუბარში ის მიზეზები დაასახელა, თუ რა შემთხვევაში მოეხსნებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსი.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ზეჰოფერის თქმით, დეპორტაცია შეიძლება შეეხოთ ლტოლვილებს სირიიდან, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

„იმ სირიელ ლტოლვილს, რომელიც გერმანიაში იმყოფება და შვებულებას სირიაში ატარებს, არ აქვს მიზეზი მტკიცოს, თითქოს საკუთარ ქვეყანაში ავიწროებენ. ამ შემთხვევაში მას ლტოლვილის სტატუსი ჩამოერთმევა“, – განაცხადა ჰორსტ ზეჰოფერმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ ამოქმედდება ეს მექანიზმი ლტოლვილის სტატუსის მქონე იმ პირებზე, რომლებიც თავის ქვეყანაში ჩადიან, თუმცა აცხადებენ, რომ იქ ავიწროებენ და გერმანიას თავშესაფარს სთხოვენ.

გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გერმანიაში სირიიდან ლტოლვილების რაოდენობამ 780 ათასი შეადგინა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ