თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

თბილისში, მეფე ერეკლეს „აბანოში“ სერვისის განმახორციელებელმა კაცმა (მექისემ) ესპანელი ტურისტებიდან, მხოლოდ ქალებს მოსთხოვა სრულად გაშიშვლება და ცდილობდა მათ მკერდს შეხებოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

ფაქტის შესახებ ომბუდსმენის აპარატს სწორედ ტურისტმა ქალმა აცნობა, რომელმაც რეაგირებისთვის აბანოში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

loading...

ამ ინფორმაციის საფუძველზე ომბუდსმენმა შსს-ს რეკომენდაციით მიმართა და აღნიშნა, რომ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მიუხედავად ძალოვანი უწყებისთვის სამჯერ მიმართვისა, უწყებამ სათანადოდ ვერ შეისწავლა შესაძლო სექსუალური სავარაუდო შევიწროების შემთხვევა.

„სამინისტრომ ვერ გამოკვეთა სექსუალური შევიწროების ფაქტი, რაც განმარტა იმ არგუმენტით, რომ განმცხადებელმა, გამოკითხვის დროს, სექსუალური შევიწროების ფაქტები უარყო. თუმცა, საპირისპიროზე მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ, განმცხადებლის, მოპასუხე მხარის და მესამე პირების მიერ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც სახალხო დამცველმა სამინისტროს ეფექტიანი რეაგირებისკენ არაერთხელ მოუწოდა” – ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეასრულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება, ეფექტიანად შეესწავლა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევა.

ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს უწყებას, შსს-ს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე რეაგირება, უზრუნველყოს/განაგრძოს ტრენინგების ჩატარება, რომლის მიზანია, მათ შორის, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

წყარო პრაიმტაიმი

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ