თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ახმეტელი ქეთევან მამაგულაშვილი 13 წელია ოჯახით ემიგრანტთა სიაში ირიცხება. მილანის ქართული დიასპორის აქტიურ მილანში ყველა ქართველი იცნობს. წლებია არქიმანდრიტ კირიონ მაჩაიძესთან და ქართულ სამრევლოსთან ერთად ქველმოქმედებას ეწევა.

მილანში, თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვრის, კირიონ მაჩაიძისა და ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით, სამრევლოს წევრები საქართველოში შეჭირვებულ, ავადმყოფ, უსახსროდ და უიმედოდ დარჩენილ ადამიანებსა თუ ოჯახებს ეხმარებიან.width=720

loading...

მათი ქველმოქმედების „ანგარიშზე“ უკვე ბევრი კეთილი საქმეა. ზოგი გაჟღერებული, ზოგიც ინკოგნიტოდ დარჩენილი.

ჩვენი ყურადღება, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულმა ფოტოებმა მიიქცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მამაგულაშვილების ოჯახმა წინასაახალწლოდ, სამშობლოში მორიგი ვიზიტისას, იტალიიდან უამრავი სამოსი, ფეხსაცმელი და პროდუქტი ჩამოიტანა და ახმეტისა და სოფელი ქისტაურის ტაძარში დატოვა შეჭირველი ოჯახებისთვის.

„პრაიმტაიმი“ ქეთევან მამაგულაშვილს დაუკავშირდა.

ქეთევან მამაგულაშვილი: – მილანში დიდი სამრევლოა. შაბათ-კვირას ტაძარში ვიკრიბებით. ერთიანი ძალებით ვაგროვებთ თანხას და საქართველოში ვეხმარებით ადამიანებს. თითოეულ ემიგრანტს თავად აქვთ ათასი პრობლემა. მათ უკან ოჯახები დგას, თუმცა, მაინც ახერხებენ რომ ქველმოქმედებაში წვლილი ყველამ შეიტანოს.

კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას მოვერიდები, იქნებ მათ არ სურდეთ ასე გამოჩენა. სია დიდია, ყველას და ყველაფერს ვერ გავიხსენებ, არც ღირს სალაპარაკოდ.

ჩვენი ერთობლივი ძალებით წვლილი შევიტანეთ დავხმარებოდით ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს. პატარა სანდროს, რომელიც  ჩვენი სამრევლოს წევრების „შვილობილია“, უკვე მესამე წელია ვზრუნავთ მასზე. width=934 ასევე გამოვაგზავნეთ საქართველოში ელექტროსკუტერი შშმ პირისთვის. ბევრ ოჯახს სასიკეთედოდ შევუცვალეთ ცხოვრება და.ა.შ

ამ ყველაფერში უნაგაროდ გვეხმარება ამანათების გადამზიდი კომპანია ჯორჯიან ლოჯისტიკი, კერძოდ ალექსანდრე ქვარიანი. ის მუდმივად იღებს მონაწილეობას საყოველთაო ქველმოქმედებაში.

მილანის სამრევლოსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბორანთან“ ერთად ბევრი ქველმოქმედება გვიკეთებია.

ახლა მე, ჩემმა ძმამ და ბიძაშვილმა, რომლებიც ჩემსავით ემიგრანტები არიან, გადავწყვიტეთ ყოველთვიურად ორი ოჯახი პროდუქტებით ვუზრუნველვყოთ.width=960 ეს შესაძლოა იყოს ერთი და იგივე ოჯახი, ან იმ ეტაპზე ყველაზე მეტად ვისაც ამის საჭიროება ექნება.width=960

უკვე შევარჩიეთ ერთი პატარა ბიჭის ოჯახი. სადაც უნარშეზღუდული მამა მარტო ზრდის შვილს. 10 წლის ბიჭი, იმის ნაცვლად, რომ სკოლაში დადიოდეს, საქონელს მწყემსავს. ჩვენს ოჯახს სურვილი გვაქვს ამ ბავშვს და მამამისს დავეხმაროთ, რომელსაც ახმეტელები ძალიან დადებითად ახასიათებენ.width=960

ქველმოქმედების გარდა ქეთევანი ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელის“ წევრია და ქართული დისპოსრისთვის კულტურული ღონისძიებების გამართვაში აქტიურად მონაწილეობს.width=720

ნატოს კონცერტი

დეკემბერში ნატო გელაშვილს მილანსა და რომში ორი კონცერტი ჰქონდა. მილანის კონცერტი სწორედ ქალბატონი ქეთევანის ორგანიზებით გაიმართა. ნატოს წინ ნინი შერმადინის კონცერტით ისიამოვნეს ემიგრანტებმა.width=960

„კარგი კონცერტი გამოვიდა. სცენიდან დარბაზში რომ ჩამოვიდა, არ იცით, იქ რა ხდებოდა. მთელი დარბაზი მღეროდა. სხვათა შორის, მილანის კონცერტის შემდეგ ქალაქ რეჯო ემილიაში ექსპრომტად დაიგეგმა ნატოს კონცერტი. ძალიან თბილი და კარგი პიროვნებაა, ადამიანური და გულისხმიერი“, – ამბობს გელაშვილზე ჩვენი რესპონდენტი.

სამშობლო

საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება ქეთევანის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის.

ქეთევანი: – ჩვენ აქ ჩვენი საქართველო გვაქვს. ჩემი უმცრისი შვილი აქ სწავლობს სკოლაში. აქ ჰყავს მეგობრები.  ოჯახის წევრები, ნათესავები. აქ განსაკუთრებულად გვაქვს ქართული სულისკვეთება.

გული მტკივა ჩვენს მოუწესრიგებელ ქვეყანაზე.  მენატრება ჩემი სტუდენტობის პერიოდის თბილისი, 80-იანების ბოლო.  ყველაზე კარგად რაც ჩანს არის ის, რომ ქართველებს განტევების ვაცის ძებნა გვიყვარს. პასუხისმგებლობის მოხსნა და ხელების სხვაზე შეხოცვა გვჩვევია. „რას გვიშვება ეს მთავრობა“ – სულ ამას გავიძახით, ყველა მთავრობის დროს. ჩვენი მოსაწონი მთავრობა არ მოვიდა. ყველას შეგვიძლია ჩვენზე შეჭირვებულ ოჯახს გავულამაზოთ ცხოვრება, ხელი გავუწოდოთ. მაგრამ ჩვენ სხვის იმედად ყოფნა გვიყვარს. ასე არ არის… მთავრობა თუ არ ვარგა, ჩვენ უნდა ვივარგოთ. იტალიაში უნდა ნახოთ, აქაც ცხოვრობს გაჭირვებული ხალხი. ქუჩაში, მანქანებში ცხოვრობენ. მაგრამ მათ წიხლს არავინ კრავს, გამვლელები ეხმრებიან.

მათ, ვისაც ქუჩაში სძინავს, დღისით მუყაო და პლედები აკეცილი და კუთხეში მიწყობილი აქვთ. კეთილი ადამიანები, ვინც ან იქვე მუშაობს ან ცხოვრობს და იცის, ვისია ის ტერიტორია, ამ აკეცილი მუყაოს „საწოლთან“ უტოვებს საჭმელს, წყალს თუ – ტანსაცმელს. ხელს არავინ კიდებს.width=752

ასე, რომ ქართველებო, ჩვენით დავიწყოთ ვითარების გამოსწორება, ჩვენი თავის იმედად ვიყოთ. რითიც შეგვიძლია, იმით დავეხმაროთ სხვას. მხოლოდ სხვის იმედად არ ვიყოთ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

 

წყარო: primetime

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ