თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ოდიკაძემ მოიგო გამანადგურებელი ანგარიშით – 9:0

თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავემ ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირზე „ალანები-2019“, რომელიც ვლადიკავკაზში გაიმართა.

loading...

97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ოდიკაძემ არცერთი შანსი არ დაუტოვა რუსეთის წარმომადგენელ შამილ მუსაევს და მოუგო გამანადგურებელი ანგარიშით – 9:0.

ამ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი კაილ სნაიდერი გახდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სნაიდერმა რუსეთის წარმომადგენელ ვლადისლავ ბაიცაევს სძლია.

ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირზე ოდიკაძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი არ ყოფილა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა ასევე 61 კილოგრამამდე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ლომთაძე. ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, ლომთაძე მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელთან, მაგომედ მაგომედოვთან დამარცხდა (3:9).

საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში „ალანები“ ვლადიკავკაზში მესამედ ტარდება. წელს შეჯიბრებაში 25 ქვეყნის 235 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდმა 100 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ