თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

კონფერენცია ჩატარდა. კონეფერენცია თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა:

loading...

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მალე დადგება დღის წესრიგში, იქნება გაფრენის წინა შემოწმების პროცედურა. გვჯერა, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემის სტაბილურობისთვის.

ჩვენ ვეძებთ გზებსა და საშუალებებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკაში იმისთვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს და გაძლიერდეს ახალი კანონმდებლობა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მინიმუმამდე დავიდეს დარღვევების რაოდენობა, უზრუნველვყოთ სრული ლეგალურობა ყველა პარამეტრით, იყოს გასაგები და მუშა.

უნდა გაგრძელდეს კვლევა. არსებული ტრენდი უნდა შევცალოთ. ეს ეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ და ყველა აქტორმა საქართველოში ეს სერიოზულად მიიღოს.

ევროპის ქვეყნებში სულ უფრო ცოტა საქართველოს მოქალაქე შეძლებს თავშესაფრის მიღებას.

მრავალია თვეა პრობლემები გავაქვს დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებლებთან. თავშესაფრის სისტემა მოწყობილია, რათა დაიცვას ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ ომს, კონფლიქტს ან დევნას. საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა მიიღებს თავშესაფარს. თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს სისტემაზე და დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთან. ზოგჯერ ამას აქვს კრიმინალური ბუნება, ზოგჯერ ეს ეხება სამედიცინო სისტემის გამოყენებას ანუ არსებულ წესებთან თანხმობაში არ მოდის.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული იყო, ჩვენ ვხედავთ ძალისხმევას, ამბიციას, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს. ვხედავთ, რომ გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოში.

საქართველოს 500 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა თავისუფალი სავიზო რეჟიმით მინიჭებული შესაძლებლობა. ეს ადამიანებს აკავშირებს, ხელს უწყობს მოგზაურობას ორივე მიმართულებით, ეს კარგია ადამიანების კონტაქტისთვის, ბიზნეს კონტაქტებისთვის“.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ