თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში არიან. საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელის საქმეზე სასამართლო სწორედ დღეს იმსჯელებს. კლუბში აცხადებენ, რომ ქვეყნის დატოვების უფლებას ფეხბურთელებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისცემენ. მათივე ინფორმაციით, სპორტსმენები ამჟამად თურქეთში, სასტუმროში არიან და ვარჯიშს განაგრძობენ.

ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში დააკავეს და პირველი სასამართლო მოსმენა უკვე გაიმართა. ხუთივე ფეხბურთელი ქვეყნიდან გაუსვლელობის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

imedinews.ge

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ