თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ქართველი ემიგრანტი სოფო იმერელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“უდანაშაულო პატიმარი ვარ, სასჯელიც შესაბამისი მაქვს უვადო. მხოლოდ ერთი ფანჯარა მაქვს საიდანაც სულ ერთ და იგივე სურათი მოსჩანს წელიწადის ყოველ დროს. ვფიქრობ ბუნება მაინც იცვლებოდეს, ცვიოდეს ხეებს ფოთლები და იბადებოდეს ახალი სიცოცხლე.არამც და არამც, მხოლოდ ამინდი იცვლება და ისე მიხარ ეს ყველაფერი თვალს ვერ ვწყვეტ. ტუსაღი ვარ რომელიც კვირაში ერთ დღეს ელოდება გარეთ გავიდეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. ზედამხედველი მყავს უფლის წყალობით კარგი არ მაქვს მკაცრი კონტროლი და მეც პირნათლად ვიხდი სასჯელს ბედმა რომ მარგუნა.

loading...

ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის, ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე, აწყმოზე, გტკივა უსაშველოდ გტკივა სხეულის ყველა ნაწილი, ყველა ორგანო.პასუხს ეძებ კითხვაზე რატომ? და პასუხსაც ვერ პოულობ. თავს იიმედებ იმით ამ უვადო პატიმრობაში თანხას გიხდიან რომლითაც აბედნიერებ შვილებს, უზრუნვრლყოფ მათ სწავლას, უქმნი კარგ მომავალს და ეს ძალას გმატებს. გენატრება ტკივილამდე. თურმე როგორ შეგძლებია დატოვება შენი სული და გული. ფიქრებში მიდიხარ შორს თავს ადანაშაულებ და მიზეზსაც ვერ პოულობ. იმედს იტოვებ უდანაშაულო პატიმრობისთვის მოგიწევს ამინისტია და იხილავ შენ მზეს შენ სულსა და გულს, ამით იმშვიდებ თავს დღეები გადის წლებიც და ახალგაზრდობაც…” – წერს სოფო იმერელი

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ