ამ ისტორიამ, რომელიც ფეისბუქზე ზეინაბ ზვიადაძემ გამოაქვეყნა და რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ერთი ლექსი გაგვახსენა:

ირემმა ირემს
ბალახი გაუწოდა…
ირემმა ირემს
ნეტა რა უწოდა?
მე-გო-ბა-რი…..
წიწილამ წიწილას
საკენკი დაუთმო,
წიწილამ წიწილას
ნეტა რა გაუთბო?
გუ-ლი…
მარტოკა დარჩენილ მარტორქას
ართობდა ბეღურა…
რა უთხრა
მარტორქამ ბეღურას?
მა-დლო-ბა…..
აი, სწორედ ასე მოხდა “ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა”…

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

 

“არ მეგონა თუ ამის დაწერა მომიწევდა. არც იმის იმედი მაქვს, რომ ბოლომდე წაიკითხავთ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო.
გუშინ ჩემზე გამოცხადებული ძებნის ავტორი უნდა გაგაცნოთ.
ეს გოგო მაკა ქიმერიძეა. ერთი გულიანი ემიგრანტი.
ჩვენ ერთმანეთი საავადმყოფოში გავიცანით, ორივე ერთ განყოფილებაში ვმუშაობდით – ეს 6 წლის წინ იყო.

ყავაზე დამპატიჟა, დავპატიჟე. ათი დღე გაგრძელდა იქ ერთად ყოფნა, მერე აღარ მინახავს. ტელეფონით ვეხმიანებოდით ერთმანეთს.
ორი თუ სამი თვე გავიდა მის შემდეგ და ფეხი ამტკივდა, გასივდა და გაწითლდა. ოთხი დღე გავუძელი, მეხუთე დღეს ვეღარ ავდექი….
დამირეკა მაკამ და კითხვაზე – როგორ ხარ მუშაობ?
პასუხი – ვკვდები, ფეხი მაქვს გასივებული, აფთიაქში მითხრეს, ტრომბი არ იყოს, ექიმთან წადიო.
მოვიდა, დახედა ფეხს და სასწრაფო გამოიძახა.
დიაგნოზი ტრომბი – გემოგლობინი 27 და გაოცებული ექიმის სახე – როგორ გავძელი 4 დღე ასე და საერთოდ, ამ გემოგლობინით როგორ დავდივარ ფეხზე.
ერთი თვე ვიწექი, მაკამ მომიტანა წამლები მისი ფულით (თავის ვივლიარიოზე გამოიტანა), ერთი თვე ყოველ მეორე დღეს მოდიოდა, მოჰქონდა საჭმელი და მიკეთებდა – ყოველდღე ვერ მოვიდოდა შვილი ელიდებოდა სახლში.
ჩვენ, ემიგრანტებმა, ვიცით აქ, ამ სიკეთის ფასი, რადგან შეიძლება დედმამიშვილი სანახავადაც ვერ მოვიდეს, მოგიაროს კი არა. ჩვენ კი მეგობრებიც არ ვიყავით.
ასე რომ, ეს არის, ერთი გულიანი ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ვერასოდეს გადავუხდი ამაგს, ვერასოდეს გადავიხდი ამ სიკეთეს.
ვიცი ახლა გამიბრაზდები ჩემო მაკა მაგრამ უნდა მაპატიო.
მიყვარხარ ჩემო გულიანო გოგო – ეს უნდა დამეწერა” – წერს ზეინაბ ზვიადაძე.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ