თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

-,,საქართველოში საგანმანათლებლო სისტემაა შესაცვლელი! მე გერმანიის დაწყებითი კლასების სკოლაში ვმუშაობ და ყოველ დღე გაოცებული ვრჩები მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობით და კომუნიკაციის მაღალი დონით. ბავშვები არ სხედან მწკრივებში ჯარისკაცებივით. მასწავლებლებს არ უწევთ ხმის აწევა. ყოველ ორშაბათს სხდებიან წრეში და ძალიან მოკლედ უყვებიან ერთმანეთს როგორ ჩაიარა შაბათ-კვირამ.

ყოველ პარასკევს ისევ სხდებიან წრეში და თითოეული აქებს ერთ თანაკლასელს იმ კვირაში რომელიმე კარგი საქციელისთვის.

loading...

კვირაში ერთხელ სხდებიან ისინი ისევ წრეში და ცდილობენ ყოველგვარი უთანხმოება, რომელიც ბოლო კვირის მანძილზე მოხდა კლასში, ახსნან.

დამნაშავე იხდის ბოდიშს, დაზარალებული ეუბნება, რომ აპატია (ან ჯერ ისევ ვერ პატიობს, ამას დამრიგებელი ინიშნავს რვეულში და შემდეგ კვირას ისევ ეკითხება “დაზარალებულს” გადაუარა თუ არა წყენამ და შეუძლია თუ არა, ახლა მაინც აპატიოს დამნაშავეს).

თუ კონფლიქტი ერთი კლასის ფარგლებს სცდება, აუცილებლად ესაუბრება დამრიგებელი იმ მეორე მონაწილის დამრიგებელს და ხდება ბავშვების შერიგება.

მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სკოლის ყოველდღიურობაში. კლასებში აქვთ შემდეგი სახის მორიგეობა: იატაკის დაგვა! ყოველი დღის ბოლოს ორი ბავშვი ასუფთავებს იატაკს, ( ხვეტავს). იცით, რატომ? იმიტომ კი არა რომ დამლაგებელი არ ჰყავთ! არა! არამედ, დამრიგებელი ეუბნება ბავშვებს, რომ უხერხულია, ნაგავი დაუტოვონ დამლაგებელს იატაკზე დაყრილი!

ისინი ალაგებენ ყოველი დღის ბოლოს სკამებს მაგიდებზე, რომ დამლაგებელს გაუიოლდეს საქმე!  ისინი იცვლიან ფეხსაცმელს საკლასო ოთახის წინ და შედიან კლასში საშინაო ფეხის წასადგმელი ფეხსაცმელით (რასაც ჩვენში ხშირად “ჩუსტებს” ვეძახით). მათ საკლასო ოთახში უდგათ 4 ნაგვის ურნა. რა თქმა უნდა, შესაბამისად ახარისხებენ ნაგავს! ყოველი დღის ბოლოს ორ მორიგე მოსწავლეს გააქვს ნაგავი ეზოში გადასაცლელად!

ისინი ყოველ დილით საუზმობენ ერთად საკლასო ოთახში (სახლიდან წამოღებული საუზმით) და იცით, ამ დროს რა ხდება პარალელურად? დამრიგებელი უკითხავს წიგნს! მოსწავლეები სხედან განაბული და უსმენენ!

ბავშვები სწავლობენ ადრეულ ასაკში წესების მორჩილებას! ერთმანეთი პატივისცემას!
ბავშვები დადიან იმ სკოლაში, რომელიც ქალაქის იმავეა უბანშია, სადაც ბავშვი ცხოვრობს.
ბავშვები დადიან ფეხით ან ველოსიპედით და არა მანქანებით (სხვათა შორის უფროსებიც ერიდებიან მანქანით 100 მეტრში წასვლას, ზოგავენ ფულს და უფრთხილდებიან გარემოს და ჰაერს, მაგრამ ქართველს და, მით უმეტეს “უძერსკეს” თბილისელს ფული ხომ ბევრი აქვს და ჰაერიც – უსუფთავესი).

სკოლა იწყება 7:50 წუთზე. გერმანიას საქმე ბევრი აქვს და არ სძინავს 9 საათამდე (მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არსად გვეჩქარება). ანუ შესაბამისად, სკოლის მოსწავლე დგება ყოველ დილით არაუგვიანეს 7 საათისა. იცით, რომელ საათზე იძინებენ აქ 10-16 ასაკის ბავშვები? 20:00 საათზე. და უფრო პატარები? 19:00 საათზე! იმიტომ, რომ გერმანელებმა იციან, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ და საკმარის ძილს მოზარდის ფსიქიკური და გონებრივი განვითარებისთვის!

არც ერთ ნორმალურ გერმანულ ოჯახში, არ სხედან ბავშვები ეკრანის წინ (აქ ითვლება ყველანაირი ეკრანი: ტელეფონი, კომპიუტერი და ტელევიზორი) ნახევარ საათზე ხანგრძლივი დროით!

ეჰ, რამდენს დაწერს კაცი! ნეტა, ვინმეს მაინც ესმოდეს რამე ამ ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში. ჩვენმა ხალხმა უნდა ჩამოპრიხოს ეს მაღლა აწეული ცხვირები, გაახილოს თვალები და შეიგნოს, რომ ძალიან, ძალიან არასწორად ვზრდით თაობებს! და ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავე, რომ ყველაფერი უარესობისკენ იცვლება.

უამრავი დადებითი და კარგი რამ ხდება აქაურ სკოლებში და დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ ოდესმე ვინმე დაინტერესდება აქაური განათლების სისტემით და შეიგნებენ, რომ სკოლა პასუხისმგებელია ოჯახთან ერთად ბავშვის არამარტო განათლებაზე და სწავლულობაზე, არამედ მის ადამიანად ჩამოყალიბებაზე”, – წერს  გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი, თაკო ცხადაძე.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ