თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

14 იანვარს, 17:00 საათზე, ,,საკონცერტო დარბაზი ბელიაშვილზე“, ქართული თეატრის დღეს უმასპინძლებს.

როგორც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე აცხადებს, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ინიციატივით, 14 იანვარი, ქართული თეატრის დღე, წელს პირველად მიეძღვნება ჰერეთში (საინგილოში) მოღვაწე ქართულ თეატრს, რომელსაც 40 წლის იუბილე აქვს.
ეს გახლავთ მსოფლიოში, ერთადერთი, სახელმწიფო სტატუსის მქონე, ქართული თეატრი, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

loading...

ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად აზერბაიჯანიდან ჩამოდის მთელი დასი და გაითამაშებენ მცირე პერფორმანსს, რის შემდეგაც ისინი დაჯილდოვდებიან საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის მიერ.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: კახი კავსაძე,  ჯემალ ღაღანიძე, მურმან ჯინორია, ნანა ფაჩუაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, თამარ სხირტლაძე, და სხვა არტისტები.
აღსანიშნავია, რომ ახალი სახელოვნებო სივრცე -,,საკონცერტო დარბაზი ბელიაშვილზე“ 400 კაცზეა გათვლილი და ულტრათანამედროვე ტექნიკურ-მატერიალური ბაზითაა აღჭურვილი“, – აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.

მის: ბელიაშვილის №22.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ