თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა ევროკავშირის კანონი დაარღვიეს, რადგან უარი თქვეს თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე, რომლებიც ევროპაში 2015  წლის ზაფხულში ჩავიდნენ – იუწყება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს მრჩეველი ორგანო.

სამივე ქვეყანამ უარი თქვა მიგრანტების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხების გამო და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროკავშირის მიერ თითოეული ქვეყნისთვის ლტოლვილების მიღების კვოტის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები.

საქმე სასამართლომდე მივიდა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მრჩეველმა მრჩეველმა ორგანომ Advocate General განაცხადა, რომ ევროკავშირის კანონების  და სოლიდარობის პრინციპების დაცვა აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ Advocate General-ის მოსაზრებებს სავალდებულო ხასიათი არ აქვს, ევროსასამართლო მათ ხშირად ითვალისწინებს. საქმეზე სასამართლო განხილვა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. სასამართლომ შესაძლოა დააჯარიმოს ის ქვეყნები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს.

ამასთან დაკავშირებით პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, შესაბამისად ხელისუფლების მოქმედებებიც პოლონეთის მოქალაქეების ინტერესებიდან და უკონტროლო მიგრაციისგან დაცვის საჭიროებიდან გამომდინარეობს.“

2015 წლის მიგრაციის კრიზისის დროს ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთიდან მილიონზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი შევიდა. ევროკავშირმა კვოტირების სისტემა წარადგინა, რომ წევრი ქვეყნებისთვის თავშესაფრის მაძიებლები ავტომატურად გადაენაწილებინა.

 

წყარო: euronews.com

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ