თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

იგეგმება ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ვიზიტი პენსილვანიის შტატში, ქ. ფილადელფიაში საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში მომსახურების მიზნით.

მოქალაქეების მიღება იწარმოებს შემდეგი გრაფიკით:
15 თებერვალს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მისამართი: 412 Philmont Ave, Feasterville-Trevose, PA 19053

loading...

მიღების ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პირადობის მოწმობა, ბიომეტრული პასპორტი) ასაღებად შესაბამისი განაცხადის წარდგენა. ასევე, გაეწევათ შესაბამისი კონსულტაცია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების პროცედურების შესახებ. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდით შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომერზე 212 922 1722 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: newyorkcon@mfa.gov.ge

გთხოვთ წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მანი ორდერი ($130 ბიომეტრიული პასპორტისთვის & $30 პირადობის მოწმობისთვის სრულწლოვანი პირისათვის. ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში $65 დოლარის ოდენობის);
  • დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ორი (2) დაბეჭდილი პასპორტის ზომის ფოტოსურათი;
  • მუყაოს კონვერტი, წინასწარ გადახდილი თქვენი მისამართით რითაც დაგიბრუნდებათ გაცემული დოკუმენტი .
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში 16 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის გაცემისათვის უნდა გამოცხადდეს ორივე მშობელი თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის შემთხვევაში, კი სავალდებულოა გამოცხადდეს ერთი მშობელი, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობის ასლი.
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ