თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

სოციალურ ქსელში პატრიარქის გუშნდელ ქადაგებას ემიგრანტი ქალი გამოეხმაურა. ის ემიგრანტი დედის ემოციებზე წერს.

„მოვისმინე პატრიარქის განცხადება და გული დამწყდა, გული ამომივარდა, რომელ დედას არ უნდა რომ თავის შვილის გვერდით იყოს, რომელ დედას არ უნდა ყოველი დღე ნახოს შვილი, ჩახედოს, მოეფეროს მაგრამ ჩვენ ამის უფლება წაგვართვეს.

loading...

ჩვენ ქართველი დედები ვართ, რომელებიც ევროპის სხვადსხვა ქალაქებში დღე და ღამე ვმუშაობთ არ ვფიქრობთ ჩვენს თავზე ჯამრთელობაზე ოღონდ ჩვენი შვილები გადავარჩინოთ იმ შიმშილისგან ვისხნათ რომელიც საქართველოში მძვინვარებს. ჩვენზე რატომ საუბრობთ, ისედაც გაუბედურებულ ქალებზე და რატომ არ მოუწოდებთ ამ მთავრობას რომ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა გამოასწორონ?

ჩვენი ტკივილი შეიგრძენით, ჩვენი უმძიმესი მდოგომარეობაც. კიდევ ნუ გვატკენთ გულს, დადექი იმ დედების გვერდით, რომლებიც სიკვდილს ვუყურებთ ყოველდღე თვალებში” – წერს თამარ კობალაძე.

შეგახსენებთ, გუშინ პატრიარქმა ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ