თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ნიუ იორკში ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაიცვალა.

ამის შესახებ ფეისბუქში ნანული ცხვედიანმა დაწერა:
”ნიუ -იორკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური!
მოულოდნელად წავიდა ჩვენი გულიკო – უნიჭიერესი შემოქმედი, რომელსაც 20 წლის წინათ დატოვებულ სამშობლოზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. ფეისბუკზე მისი პოსტები მუდამ გამოხატავდა შორს დარჩენილი ქვეყნის, ქართული საზოგადოებისადმი გულნარა წიკლაურის მგრძნობიარე და არაორდინარულ დამოკიდებულებას. ზოგჯერ ხისტად და მკაცრად, ზოგჯერ – გულისტკივილით და სევდით,ზოგჯერ – სიხარულით და მონატრებით, მაგრამ ყოველთვის – უდიდესი სიყვარულით, ის მუდამ იყო თავის მშობლიურ ქალაქში, თავის ქვეყანაში და გულწრფელად გამოხატავდა მოქალაქეობრივ სათქმელს.
მის ტილოებს ამერიკაში დიდი აღიარება ჰქონდა, მის გამოფენებს არ აკლდა პროფესიონალთა უმაღლესი შეფასებები, ნაკლებად იცნობდა მხოლოდ სამშობლო. ვერ მოასწრო გულიკომ ქუთაისში დაბრუნება, ახალ ბინაში შესახლება, მშობლიურ ფესვებთან მიახლება…
აღარ დადგა მისი “ხვალ”, აღარ გამოჩნდა მისი “შინ”…((((”

loading...

 

ასევე გამოეხმაურა ნანული ცხვედიანი რომელმაც ფეისბუქში დაწერა:

”ის გარდაიცვალა ნიუ -იორკში, საკუთარ სახლში. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მოუძიებიათ და თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი. სამედიცინო დათვალიერებით, მას ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია.

რაც შეეხება დაკრძალვას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ჯერჯერობით არ არის დადგენილი. გულნარა წიკლაურს დარჩა ერთადერთი და – ლიანა წიკლაური, სიძე და დისშვილი, ასევე ჰყავს ორიოდე ნათესავი. სულ ეს არის ამჟამად, დანარჩენს შემდეგში გაცნობებთ”.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ