თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ავტობუსში, რომელიც ლიპყინულის გამო ამოტრიალდა, 17 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა ლიპეცკის ოლქში ავტობუსში მოსკოვი-თბილისი, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება, იუწყება РИА Новости რეგიონის საგანგებო სამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

loading...

ავტოავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე М-4 „დონ“ ტრასის 356-ე კილომეტრზე, სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტ იარლუკინოს მახლობლად მოხდა.

ავტობუსში იმყოფებოდა 17 ადამიანი, ერთ-ერთი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

„გადაბრუნდა ავტობუსი მოსკოვი-თბილისი. თავისით გადაბრუნდა, რადგან გზა მოყინულია. დაზუსტებული მონაცემებით, ავტობუსის ამოტრიალების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ 16 ადამიანის დაზიანების ხარისხს ექიმები ადგენენ“, – განუცხადა სააგენტოს საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მძღოლი და 17 მგზავრი საქართველოს მოქალაქეები არიან.

წყარო: sputnik georgia

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ