თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ.

„დღეს, თურქეთის დროით 14:00 საათზე ქ.სტამბოლში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურისა და ქ.სტამბოლის მერის განცხადებით მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია თუმცა ბოლო მონაცემებით დაშავებილთა რიცხვა 350 გადააჭარბა.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

ქ.სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ; გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე : +90 541 818 44 00“- აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ