თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ბელარუსის დედაქალაქში, მულტიფუნქციური ცენტრ „დრუზიას“  ტერიტორიაზე ვახტანგ კიკაბიძისადმი მიძღვნილი სკულპტურა, „მიმინო“ გაიხსნა.

loading...

სწორედ ამ სკულპტურით გაიხსნა ხალხთა შორის მეგობრობის პარკში „მეგობრების ხეივანი“.  აღსანიშნავია, რომ ამ ხეივნის პირველი სკულპტურა მიეძღვნა სწორედ ვახტანგ კიკაბიძის კინო გმირს ფილმიდან „მიმინო“. სკულპტურის ავტორი ბელარუსი მოქანდაკე და დიზაინერი, სერგეი ვოზისოვია.

საზეიმო გახსნის ცერემონიას თავად ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობიც ესწრებოდა. ცერემონიის შემდეგ კი გაიმართა ვახტანგ კიკაბიძისა და საქართველოს ელჩის ვალერი კვარაცხელიას პრეს-კონფერენცია. მსახიობმა ისაუბრა მის შემოქმედებით გზაზე, შესრულებულ როლებზე, მინსკსა და  ბელარუსთან დაკავშირებულ მოგონებებზე.

მინსკის ცენტრში ბუბა კიკაბიძისადმი მიძღვნილი სკულპტურის დადგმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა საქართველო-ბელარუსის მეგობრულ კავშირებში“ – აღნიშნა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელარუსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბელარუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ხელოვნების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ბელარუსში მცხოვრები ქართველები.

წყარო: kartuli.kvira,ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ