თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საბერძნეთში, ლესბოსში მდებარე მიგრანტთა ბანაკში მომუშავე ფსიქოლოგის თქმით, იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, ვინც ბანაკში ცხოვრების განმავლობაში თავს იზიანებს და თვითმკვლელობას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“7-8 წლის ბავშვები ამბობენ “სიკვდილი მინდა”. ეს ის არის, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გავიგონებდი”, – ამბობს ფსიქოლოგი, სახელად ანჯელა, რომელსაც 20-მდე შემთხვევასთან მოუწია მუშაობა, ყველა მათგანი ბავშვის ან მოზარდის მიერ თვითდაზიანების საქმეს ან სუიციდის მცდელობას შეეხებოდა.

loading...

ახლა ბანაკში 18 000-მდე ლტოლვილი ცხოვრობს, ეს მაშინ, როდესაც ბანაკი სულ 2000 ადამიანზეა გათვლილი. იქ ძირთადად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს. ბევრი მათგანი ტრავმირებულია.

ბანაკში ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან. როგორც BBC-ის რესპოდენტები ამბობენ, არცერთ ბავშვს არ სურდა სამშობლოს დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ იქ გაუსაძლისი პირობები და საშიშროება იყო. BBC-მ შეძლო გადაეღო ლტოლვილთა ბანაკის ჰოსპიტალში შექმნილი ვითარება, რა დროსაც ექიმები და დამხმარეები საუბრობენ 17 წლის ბიჭზე, რომელმაც თავი დაიზიანა. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ბიჭი ამბობს, რომ ისევ ეცდება ამას.

ბანაკში ზეკრიას სკოლაც არის, სადაც ზეკრია ბავშვებს მუსიკას, ენისა და ხელოვნების გაკვეთილებს უტარებს. “ჩვენ ნულიდან დავიწყეთ აქ, გვინდოდა, რომ სკოლა ყოფილიყო. ახლა კი სამი კლასი გვყავს 1000-ზე მეტი მოსწავლით და 20-ზე მეტი მასწავლებლით”,- ამბობს ზეკრია.

ლესბოსის ბანაკში მცხოვრებლები თვეობით ელოდებიან პასუხს თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით. ზამთარი უკვე დადგა, იქ მყოფი ბავშვების უმეტესობას კი შესაფერისი სამოსი და ფეხსაცმელი არ აქვს ცივი ამინდისთვის.

საბერძნეთის ხელისუფლება ლესბოსიდან 20 000-მდე მიგრანტის ახლომდებარე კუნძულებზე გადანაწილებას გეგმავს შემდეგი წლის განმავლობაში. ასევე ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ დააჩქარებენ თავშესაფრის მიცემაზე განაცხადების განხილვის ვადებს.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ