თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის.

 

loading...

თბილისის მერია განაგრძობს დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციის მონტაჟს, რის გამოც ღამით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება მერია.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.ქალაქის საახალწლო მორთულობით „თბილსერვის ჯგუფია“ დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.
;

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ