თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მოგესალმებით ყველას
ამ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ პოსტი “როგორ შევავსოთ მწვანე ბარათის ლატარეა” რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა,  ამიტომაც გადავწყვიტეთ კიდევ ერთი სტატია მიგვეძღვნა

რეგისტრაციის ოფიციალური პერიოდი:
02.10.2019 – 05.11.2019

რეგისტრაციისთვის საჭიროა იცოდეთ:

წლევანდელი მოთხოვნა: მხოლოდ გამთამაშებელს ევალება იქონიოს უცხოური პასპორტი. მსურველებს გირჩევთ სასწრაფოდ შეიტანოთ მოთხოვნა პასპორტის აღებაზე და/ან ვადის განახლებაზე, რომ მოასწროთ გათამაშებაში მონაწილეობა. შესაძლოა ეს მოთხოვნა ბევრმა ვერ შეასრულოს, ამოტომ მონაწილეთა რაოდენობა წელს მკვეთრად შემცირდება, რაც გაზრდის მოგების შანსს…

– 2017 წლის გათამაშებისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით საქართველოდან დარეგისტრირდა 99 351 მონაწილე და 680 მოქალაქემ მოიგო “მწვანე ბარათი”!

– 2018 წლის გათამაშებისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით საქართველოდან დარეგისტრირდა 122 109 მონაწილე და 1195 მოქალაქემ მოიგო “მწვანე ბარათი”!

ვის შეუძლია გათამაშებაში მონაწილობა

გრიინ ქარდის” გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას 18 წლიდან;
თუ პიროვნება კანონიერ ქორწინებაშია (ხელი აქვს მოწერილი), თან უნდა მოიყვანოს მეუღლე და დაუქორწინებელი შვილები 21 წლამდე. მათი მოსვლა სავალდებულოა მხოლოდ სურათის გადასაღებად, არა აქვს მნიშვნელობა ისინი წავლენ მოგების შემთხვევაში ამერიკაში თუ არა. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე გერები, მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც). თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას, მაშინ თან იქონიეთ მისი სურათი

აპლიკაციის შევსების პირობები:

ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირდეს. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს აქვთ ორმაგი შანსი, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე რეგისტრაცია და ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში წაიყვანოს მეორეც.

განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი;

განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ იქნება შეცდომები აპლიკაციაში, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ასოები: წ, ჩ, ძ, ჯ, ჟ, ყ, შ.

 

მათ საყურადღებოდ ვინც ვერ ავსებთ ლატარეას ჩვენ შეგვიძლია აღმოგიჩინოთ დახმარება

Green card-ის აპლიკაციის შევსების ღირებულება შეადგენს 25.00 – 30.00 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ფეისბუქ გვერდზე facebook.com/ემიგრაციული სიახლეები ან დაგვიკავშირდით ნომერზე

 

whatsapp viber logo-ის სურათის შედეგი

+995 558636869

 

ყველას გისურვებთ წარმატებას !!!

გრინ კარტა

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ