თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ გერმანიის სამაშველო გემს, რომელზეც ლიბიიდან ლტოლვილი 100 მიგრანტი იმყოფება, იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლება არ მისცა.

სამაშველო გემ Lifeline-ის ბორტზე ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ლიბიის სანაპიროდან 50 კილომეტრის მოშორებით ჩაძირული გემიდან გადაარჩინეს.

loading...

გემის კაპიტანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისგან პასუხი ჯერ არ მიუღია და ის უსაფრთხო ნავსადგურის მოძებნაში გერმანიას დახმარებას სთხოვს. იმ შემთხვევაში თუ საგანგებო ვითარება შეიქმნება, გემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნებართვის არქონის შემთხვევაშიც კი რომელიმე პორტში გემის გაჩერება მოუწევთ.

„პოლიტიკოსებმა ეს საკითხი სწრაფად უნდა მოაგვარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადეს გემის წარმომადგენლებმა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ