თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: ქვეყანას მილიონობით მიგრანტი სჭირდება, საზოგადოება ამისთვის უნდა მოვამზადოთ, ავუხსნათ რატომ არის მათთვის ეს კარგი

ესპანეთის სოციალური უსაფრთხოების, ინკლუზიურობისა და მიგრაციის მინისტრი ხოსე ლუის ესკრივა აცხადებს, რომ ქვეყანას მილიონობით ახალი მიგრანტი ესაჭიროება, რომ მომავალში პროგნოზირებულ დემოგრაფიულ კლებას გაუმკლავდეს.

loading...

მისი განცხადებით, ქვეყანაში დემოგრაფიული პროგნოზები იმდენად სავალალოა, რომ ქვეყანას 8-9 მილიონი ადამიანი ესაჭიროება, რათა შრომისუნარიანი მოსახლეობა იმ დონეზე შენარჩუნდეს, რაც ამჟამად არის.

„დემოგრაფიული ტრაექტორიები აქ არის. ეს მოხდება. ამას ვერ გავექცევით. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, რომ კომფორტის დონე შევინარჩუნოთ. დამატებითი მიგრანტების გარკვეული რაოდენობა და ჩვენი მოსახლეობა შეერევა. საზოგადოება ამისთვის უნდა მოვამზადოთ. ავუხსნათ მათ, რატომ არის მათთვის ეს კარგი, მათი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა ესკრივამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD შეხვედრისას პარიზში.

წყარო: breitbart

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ