თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მარი  ბიბილური 2007 წლიდანაა ემიგრაციაში ათი წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, ძირითადად, ფლორენციაში, ბოლო ორი წელი მილანშია. ემიგრანტი ქალბატონი სამიშვილის დედა და ექვსი შვილიშვილის ბებიაა.ეს   ნაწყვეტებია სამშობლოში გამოგზავნილი მისი წერილიდან, რომელიც ჟურნალისტმა თეონა გოგნიაშვილმა გამოაქვეყნა “სპუტნიკი–საქართველოზე”:

 

loading...

…საბერძნეთში 2011 წელს 19 და 20 წლის ქართველმა ბიჭებმა ტაქსის მძღოლი მოკლეს. ბიჭებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. როცა ეს ამბავი გავიგე, ისე განვიცადე, იმდენი ვიტირე, რომ დღემდე ცუდად ვარ. პირველი, ვისზეც გავიფიქრე, მათი დედები იყო, საბრალო დედები. მეორე, არავინ იცის, მართლა არიან თუ არა ისინი მკვლელები…

…ცამეტი წელი ხდება, რაც იტალიაში ვარ, ვუყურებ, რა დღეში არიან აქ ქართველი ბიჭები, რომლებსაც, ალბათ, ეგონათ, რომ ჩამოვიდოდნენ უცხოეთში და ეშველებოდათ. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ ცხოვრობენ აქ _ უჭმელები ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეს და ჯიბეში გროშიც არ უდევთ, დედა ვარ და მტკივა ყველას შვილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ემიგრანტად აქცია…

…გული მიკვდება ჩემი სამშობლოს ასეთი ყოფით, გახიზნული, სხვის მონად ქცეული ქართველი მანდილოსნების შემყურე.. მტკივა უიმედოდ მყოფი პატარა გოგო-ბიჭები, კაზინოებად ქცეული ღვთის მიწა, ურჯულოთა ჰარამხანები, მიტოვებული მოხუცები, ნასოფლარები, ნასახლარები და წინაპართა მიტოვებული საფლავები…

მაპატიეთ, რომ არაფერი შემიძლია, რომ აქ, სხვის მიწაზე ასეთი უძლური ვარ. მე ერთი გულდარდიანი ემიგრანტი ქალი ვარ, რომელსაც სამშობლო არასოდეს მიმიტოვებია, რადგან ის აქ, ამ დაფლეთილ გულში მყავს და სულ თან დავატარებ…

“არ ინერვიულოთ, სანამ ჩვენ გასულები ვიქნებით სამშობლოდან, ქვეყანას არაბები, ჩინელები და სხვანი მიხედავენ…”

“ვგიჟდები ამ კაცზე! ბიძინეს პროგრამა, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი საქართველოს გადასარჩენად. თანაც იაფი რეისებით გვიშვებს. შვედეთსა და გერმანიაში გვასაქმებს. კაცმა გასაგებად თქვა, აქ არაფერი არ იქნებაო და როგორ უნდა აგვიხსნათ ოცნების წარმომადგენლებმა მისი გამოსვლა, მართლა მაინტერესებს.

არ ინერვიულოთ, სანამ ჩვენ გასულები ვიქნებით სამშობლოდან, ქვეყანას არაბები, ჩინელები და სხვანი მიხედავენ…” _ წერს მარიამ გელაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ქართული ოცნების”: ლიდერის _ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ.

 

წყარო geworld.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ