თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მოგესალმებით ყველას განსაკუთრებით კი იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს, გადავწყვიტე კიდევ ერთი რუბრუკა “იტალიური სამზარეულო” შემოთავაზოთ. შესაძლოა იტალიურ სამზარეულოში ბევრი თქვეგანი კარგად ერკვევა თუმცა შესძლოა არსებობდეს ისეთი ემიგრანტები ვინც ახლად იწებს ამ ქვეყნის სამზარეულოში გარკვევას, “იტალიურ სამზარეულო”-ს რუბრუკა სწორედ თქვენთვისა.

ფარშირებული ბულგარული წიწაკა
ფარშირებული ბულგარული წიწაკა იტალიურად

ინგრედიენტები

 

  • ბულგარული წიწაკა – 5 ცალი
  • თეთრი პური, ბატონი – 0,5 ცალი
  • ნიორი – 4 კბილი
  • ზეთისხილი, უკურკო – 1 ქილა
  • ჩერი პომიდორი – 10 ცალი
  • ყველი (მაგარი სახეობის) – 100 გ
  • მწვანილი – გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი – 4 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • გარჩეული მზესუმზირა – მოხალული, გემოვნებით
loading...

 

მომზადების წესები

 

ჯამში აურიეთ პატარა ნაჭრებად დამტვრეული (ან დაჭრილი პური), შუაზე გაჭრილი პომიდვრები ჩერი და ზეთისხილები, წმინდად დაჭრილი ნიორი და მწვანილი, დაუმატეთ მასას მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ.

გააჩერეთ 20-30 წუთი, შემდეგ კი დაუმატეთ გახეხილი ყველი.

წიწაკები გაჭერით სიგანეზე, გაასუფთავეთ თესლისგან და მოაჭერით ყუნწები.

გაავსეთ წიწაკები მომზადებული გულსართით. მოასხით კიდევ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. წიწაკები ოდნავ უნდა გამოცხვეს, ხოლო გულსართი დაიბრაწოს.

გემრიელია ცივადაც და ცხლადაც.

 

წყარო gemrielia.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ