იტალიის მთავრობის ოთხმა მინისტრმა – შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ, იუსტიციის მინისტრმა ალფონსო ბონაფედემ, ფინანსთა მინისტრმა ჯოვანი დე ტრიამ და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალის დამსაქმებელი  1398 ევროს სახით მთავრობას ჯარიმას გადაუხდის . ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის 2 მარტიდან შევა ძალაში და მთავრობის წევრები სავარაუდო შემოსული თანხების გადანაწილების გეგმაზეც შეთანხმდნენ.  ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ავრცელებს diaspora.ge-ი

მატეო სალვინის და ლუიჯი დი მაიოს მოლოდინებით ასე სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გაჩნდება და  ამ გზით მიღებული შემოსავლებით არსებულ სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებს დაზოგავენ, ხოლო არალეგალების დამსაქმებლების დაჯარიმებით მიღებულ ფულს კი ისევ მიგრანტებს მოახმარებენ. იტალიელი მინისტრების შეთანხმებით რეგულაციის ამიქმედების შემდგომ მიღებული თანხების 40% მიგრანტების სწავლისა და სოციალური ინტეგრაციის ღონისძიებების დაფინანსებისთვის დასაქმებისა და სწავლების ფონდში ჩაირიცხება, ხოლო  დანარჩენი თანხით მათ რეპატრიაციას მოახმარებენ.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

 

იტალიაში არალეგალი ემიგრანტის დასაქმებისთვის ჯარიმა იზრდება

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ