თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

იტალიის პოლიციამ ნაცისტური პოლიტიკური პარტიის წევრებისგან ამოიღო ათეულობით უკანონო იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. ინფორმაციას ავრცელებს RT-ი.

იარაღი

loading...

სამართალდამცავთა მიერ განხორციელებული რეიდების შედეგად დაპატიმრებულია აგრეთვე ნაცისტური პარტიის ათეულობით წევრი, რომელთა ოფისებიდან ამოიღეს ნაცისტური სიმბოლიკის მქონე პლაკატები, წიგნები და ყუმბარები.

დაკავებულთა შორისაა აგრეთვე საიდუმლო ნაცისტური ორგანიზაციის 50 წლის ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ თავს „ ჰიტლერის მთავარ სერჟანტს“ უწოდებს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მისი სახლიდან ამოღებულია ანტი-სემიტური პროპაგანდული ლიტერატურა და სვასტიკის პლაკატები.

ნაცისტური გაერთიანების მთავარ იდეას წარმოადგენს ქსენოფობიური და ანტი-სემიტური ღირებულებების გავრცელება საზოგადოებაში.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ