თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

განახლდა
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. “კურიერის” ინფორმაციით, ექიმებმა მისი გადარჩენა მიყენებული მძიმე ტრავმების გამო ვერ შეძლეს.

– – – – – – – – – – – – – –

ხაშურში თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. გადაკეტილია ის ადგილი სადაც ცოტა ხნის წინ, ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლა.

“Emigrantebi.org”-ის ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, მოქალაქეებს შემთხვევის ადგილთან მიახლოება ეკრძალებათ.

როგორც ირკვევა ნათია გოგალაძე სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა იტალიიდან იგი საქართველოში არ ცხოვრობდა და აპირებდა ქმართან განქორწინებას.

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას სისხლის დიდი რაოდენობა აქვს დაკარგული. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს იარაღიდან ნასროლი ჭრილობის კვალი არ აღენიშნება.

“მრავლობითი ძვლების მოტეხილობა, დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ამ ეტაპზე კრიტიკულია მისი მდგომარეობა, დანაკარგია სისხლის ძალიან დიდი, უგონო მდგომარეობაში იმყოფება, ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლი კვალი არ არის ნანახი, რითია მიყენებული ეს უცნობია ექსპერტიზა დაადგენს,” – ამბობს “კურიერთან” ხაშურის “რეფერალური ჰოსპიტალის” რეანიმაციული სამსახურის უფროსი თეა კორკოტაძე.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები იარაღიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული, შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ