• იტალიის სტადიონებზე რასიზმის წინააღმდეგ ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება
  • შესაძლებელი გახდება დამრღვევების იდენტიფიცირება და დისკვალიფიკაცია

იტალიის სტადიონებზე რასიზმის პრობლემა არახალია. თითქმის ყოველ კვირას იტალიაში ახალ-ახალი სკანდალებია.

პრემიერლიგის და სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, იტალიაში აქამდე ტექნოლოგიებს არ იყენებდნენ. შედეგად, სტადიონზე ნებისმიერი შეურაცხყოფის ავტორი დაუსჯელი რჩებოდა. ერთადერთი მიღებული პრაქტიკა კლუბისთვის დაკისრებული ჯარიმა, ან უკიდურეს შემთხვევაში სტადიონის ნაწილობრივი დისკვალიფიკაცია იყო.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

სერია A-ს მენეჯერ ლუიჯი დი სიერვოს განცხადებით, იტალიის სტადიონებზე მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება რასისტებისა თუ სხვა კანონდამრღვევების იდენტიფიცირება და სახით ამოცნობა. შედეგად, ისე როგორც, მაგალითად, პრემიერლიგაში, რეალისტური იქნება დამრღვევების ცალ-ცალკე დისკვალიფიკაცია და მათთვის დიდი ხნით სტადიონზე შესვლის აკრძალვა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ