თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

იტალიაში, ტურინში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი გააუვნებლებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, განაღმვითი სამუშაოების დაწყებამდე სამართალდამცველებმა ქალაქის ისტორიული უბნის 10 000 მკვიდრის ევაკუაცია განახორციელეს. მოშორებით მცხოვრებ კიდევ 50 000 ადამიანს არჩევანი შესთავაზეს – სახლების დატოვება ან ოპერაციის მსვლელობის დროს გარეთ გასვლისგან თავის შეკავება.

loading...

ბრიტანული ბომბი ტურინში 70 წლის წინ ჩამოვარდა და 65 კილოგრამ დინამიტს შეიცავდა.

ოპერაციის ადგილზე პატრულირებას ჯარისკაცები ახორციელებდნენ. ჩაკეტილი იყო ტურინის საჰაერო სივრცე. თუმცა სამუშაოები მოსალოდნელზე ადრე დასრულდა და ევაკუირებულებს სახლებში დასრულების უფლება მისცეს.

ნოემბერში ანალოგიური შემთხვევა გერმანიაშიც მოხდა. მაშინ ბერლინში 4 500 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ