თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

იტალიაში 94 ადამიანი დააპტიმრეს ევროკავშირისგან სოფლის მეორენობის დაფინანსებისას თაღლითობის ქსელის გამართვის გამო.

მაფიის კლანის წევრებმა მაქინაციების საშუალებით ევროკავშირისგან სუბსიდირებით გამოყოფილი თანხები მიითვისეს. დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა საერთო ჯამში 5.5$ მილიონი დოლარი მიითვისეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს სიცილიურ პოლიციაზე დაყრდნობით.

loading...

600 პოლიციის თანამშრომელი- სპეციალური აგენტებისა და რიგითი თანამშრომლების ჩათვლით მონაწილეობდა აღნიშნულ სპეცოპერაციაში. იტალიაში მაფიის მიერ სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის ევროკავშირისგან დაფინანსების მოთხოვნა ძალზე აქტუალურად შენიღბული დანაშაულია უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში- გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ე.წ „ცრუ ფერმერები“ გარდაცვლილი ადამიანების სახელებით, რომლებიც ადგენდნენ დაფინანსების მოთხოვნის მიზნით საჭირო პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც შემდგომში ხდებოდა ევროკავშირის შესაბამისი უწყებების მხრიდან.

იტალიის სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ზემოხსენებული აფიორული სქემის უკან მაფიის სხვადასხვა გავლენიანი „ოჯახი“ იდგა

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ