თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

იტალიელმა კარაბინერებმა საქართველოს 27 წლის მოქალაქე, მანქანების დარბევისთვის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

მანამდე, პოლიციაში ერთ-ერთი მოქალაქისგან შეტყობინება შევიდა, რომ მის სახლთან უცნაური ხმაურია. კაცის თქმით, ისმოდა ნივთების დარბევის ხმა.

loading...

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დაინახეს, რომ მამაკაცი გზაზე მდგომ მანქანებს არბევდა. მან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის ამბობდა: „ერთ კვირაში ნახავთ რა მოგივათ, მოგკლავთ, თქვენ და თქვენ შვილებს მოვკლავ“.

მამაკაცის სახლის ჩხრეკის დროს ნაპოვნი იქნა რამდენიმე გრამი მარიხუანა.

ამჟამად მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

წყარო exclusivenews.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ