იტალიას განსაზღვრული ჰქონდა, რომ აპრილის ბოლომდე დღეში ნახევარ მილიონ დოზას უნდა მიეღწია. სწორედ ეს მიზანი განახორციელა იტალიის ჯანდაცვამ ხუთშაბათს. მათ ნახევარი მილიონი დოზა გამოიყენეს. წერს georgians-ი

”გუშინ იტალიაში 500000-ზე მეტი ვაქცინის დოზა იქნა განაწილებული”, – თქვა სპერანზამ პარასკევს სოციალურ ქსელში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

”მადლობას ვუხდი ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურის ქალებსა და მამაკაცებს და ყველა ინსტიტუტს გუნდური მუშაობისთვის.”

ხუთშაბათის ვაქცინაციის რაოდენობამ წინა ყოველდღიურ რეკორდს გადაასწრო, რაც დღეში დაახლოებით 350,000 დოზას გულისხმობს. იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ფაბრიციო კურციომ გასულ კვირას განაცხადა, რომ იგი არ ელოდა ასეთ მაღალ მაჩვენებსლ, რადგან სტატისტიკა უკუსვლას აჩვენებდა.

ვაქცინების ახალი მარაგი იტალიაში ოთხშაბათიდან შემოვა და მაისიდან ქვეყნის ვაქცინაცია “მნიშვნელოვნად” დაჩქარდება, თქვა ამ კვირაში იტალიის მთავრობის Covid კომისარმა ფრანჩესკო ფიგლიულომ. მისი ვარაუდით, სექტემბრის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 80% აცრილი უნდა იყოს.

ოფიცილაური მონაცემებით, პარასკევს ნაშუადღევს იტალიას 19,4 მილიონი აცრა ჰქონდა გაკეთბული, ხოლო 5,7 მილიონი ადამიანი სრულად ჰყავს აცრილი- ორივე დოზით.