2019 წლის 25 სექტემბერს 18 საათზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე სულხან გველესიანი, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გამართავენ შეხვედრას, რომლსაც დაესწრებიან როგორც საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ასევე, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში არსებული ქართული დიასპორების და სხვა ემიგრაციული ორგანიზაციების წარმომადგნელები, გერმანიაში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ბერლინის შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენს პრეზენტაციას „იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების“ შესახებ, რომელიც მოიცავს ვრცელ ინფორმაციას დისტანციური სამართლებრივი დახმარების შესძლებლობებზე, რომელიც ასევე უფასოა და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის – დაზოგონ დრო, ფინანსები და ისე მოაგვარონ სხვადასხვა სახის სამართლებრივი პრობლემა. ემიგრანტთა შეხვედრაზე პირველად განხორციელდება სადემონსტრაციო დისტანციური კონსულტაცია ბერლინიდან თბილისში, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს როგორ შეუძლია დაუკავშირდეს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტ-კონულტანტს საქართველოში და მიიღოს მისგან უფასო სამართლებრივი დახმარება. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდებათ საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო ბროშურები. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი. სამსახურის უფასო სამართლებრივ კონულტაციის უწევს ნებისმიერ პირს ნებისმიერ საკითხზე, ხოლო იურიდიული დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს შესაბამის ქვეყნებში.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

შეხვედრა გაიმართება :
23.09.2019 პრაღა,ჩეხეთი – შეხვედრა საქართველოს საელჩოში 19 საათზე.
prague.emb@mfa.gov.ge

30.09.2019 მადრიდი,ესპანეთი – შეხვედრა საქართველოს საელჩოში 20 საათზე.
embassymadrid@mfa.gov.ge

29.09.2019 რომი, იტალია – შეხვედრა საქართველოს საელჩოში 14 საათზე.
cons.rome@mfa.gov.ge

25.09.2019 ბერლინი,გერმანია – შეხვედრა საქართველოს საელჩოში 18საათზე.
berlin.konsulat@mfa.gov.ge

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ