თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

გერმანიაში, 36 წლის ქართველი ემიგრანტი ზურა დოლიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

loading...

„გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი გერმანიაში 36 წლის ზურა დოლიძე. კეთილი და სამართლიანი იყავი ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს შოთო სიხარულიძე.

საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით 2014 – 2018 წლებში, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შეადგენს 1748 მოქალაქეს – ამის შესახებ „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

აღნიშნული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში საშუალოდ 437 ადამიანი ჩამოასვენეს.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, აღნიშნულ პერიოდში ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობითაც, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ასეთ სტატისტიკას სამინისტრო არ აწარმოებს.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ