თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

გერმანიაში დაახლოებით 70 000 ქალი გახდა გენიტალიების დასახიჩრების ობიექტი და კიდევ დაახლოებით 17 000 გოგონა არის ამ ბარბაროსული პროცედურის ჩატარების რისკის ქვეშ.

გერმანელი ექიმი კორნელია შტრუნცი აცხადებს, რომ გერმანიაში, აფრიკული და აზიური მუსლიმური ქვეყნებიდან მზარდი მიგრაციის გამო, ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევების რიცხვი მატულობს.

loading...

„ბევრი ქალი დგას პრობლემის წინაშე გენიტალიების დასახიჩრების შემდეგ. ეს პრობლემები უკავშირდება მოშარდვას, ციკლს და ზოგიერთისთვის სექსიც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ცხადია, ასე ცხოვრება არ არის ადვილი“, – აცხადებს ექიმი შტრუნცი და ის გოგონებს ურჩევს ხელახლა ჩაიტარონ ოპერაცია, რის შედეგადაც დამახინჯებული ორგანოების აღდგენა ხდება.

გერმანიაში ქალთა გენიტალიების დამახინჯება უკანონოა. ამის გამო ბევრ ოჯახს თავის სამშობლოში გამგზავრება უწევს, რომ ეს რიტუალი ჩაუტარონ თავის გოგონებს.

ბევრ მუსლიმურ ქვეყანაშია გავრცელებული ქალთა გენიტალიების დასახიჩრების, ე.წ. „წინადაცვეთის“ ტრადიცია, რა დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, ზოგჯერ სამედიცინო დაწესებულებებში უფრო ხშირად კი სახლის პირობებში. გოგონებს ეს ოპერაცია ძირითადად 4-დან 12 წლამდე ასაკში უტარდებათ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ქორწილის წინ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქალთა წინადაცვეთის 4 ტიპს გამოყოფს, რა დროსაც გენიტალიების დასახიჩრების დონე სხვადასხვა სირთულისაა.

წყარო: breitbart.com

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ