გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში მიგრანტების შესაძლო ახალი ტალღის გამო. ამის შესახებ მან Bild am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

„უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა გაკონტროლდეს ევროკავშირის გარე საზღვრები. თუკი არ დავეხმარებით, ლტოლვილების ძალიან დიდ ტალღასთან მოგვიწევს შეჯახება, რაც 2015 წელს მოხდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მას სრულად უჭერს მხარს კანცლერი ანგელა მერკელი და ევროსაბჭოს ახალ თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაზარდონ დახმარება, რომელსაც თურქეთს აწვდიან. თურქეთი, მისი თქმით, დიდ შრომას დევს ლტოლვილების მიღების საქმეში.

შეკითხვაზე, თუ რა მოცულობის თანხა უნდა მიიღოს ანკარამ, გარდა 6 მილიარდი აშშ დოლარისა, რომლის გადახდასაც მას ევროკავშირი 2016 წლის პაქტის შესაბამისადაც დაპირდა, მინისტრი პასუხობს, რომ მარტო ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ