თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

გაიცანით ქართველი ემიგრანტი, რომელმაც აშშ-ში „ტოიოტას“ ცენტრის კარზე ქართული წარწერა გააკეთებინა

ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო: სულ ახალგაზრდამ გადაუფრინა ოკეანეს, დამოუკიდებლად და დაიწყო მისი ამერიკული ცხოვრება.

loading...

29 წლის ქართველმა ამერიკული ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა. რთულია, როცა უკან ტოვებ ოჯახს, გარემოს, ბავშვობას, უბანს, მეგობრებს და მოგონებებთან ერთად სრულიად მარტო იწყებ ახალ ცხოვრებას.

width=600

მან იცოდა, რა უნდოდა და ეს სურვილი – სხვების დახმარება და სიკეთის კეთება აღმოჩნდა. მაშინ, როცა თვითგადარჩენაზე ფიქრობ, უცხო ქვეყანაში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, რომელიც სხვებზე ფიქრით იწყებს ახალ ცხოვრებას.

გიორგიმ ამერიკაში ჩასვლისთანავე შექმნა ჯგუფი ემიგრანტებისთვის: „ჩვენ ამერიკაში“, რომელიც უამრავ ქართველს აერთიანებს. ჯგუფი წლების განმავლობაში დახმარებას უწევს ახლად ჩასულ ქართველ ემიგრანტებს, ეხმარება მათ საცხოვრებელი ბინის მოძიებაში, დასაქმებაში, ყველა კითხვაზე პასუხი ამ ჯგუფის დახმარებით ყოველთვის არსებობს. ჯგუფი ასევე,  სამეცნიერო და საგანმანათლებლოა. ყველაზე მთავარი – ჯგუფმა უამრავი ქართველი შეკრა ერთ გუნდად და ერთ ოჯახად. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში დრო წუთებამდე გაწერილია, გიორგი ახერხებს შეკრიბოს ასეულობით ქართველი და საინტერესო ექსკურსიებიც მოუწყოს მათ.

ორი ქვეყნის სახელითა და სიყვარულით მან ძალიან მალე შეძლო ბევრი ქართველის საყრდენი გამხდარიყო.

გიორგი ნიკოლაიშვილი „ტოიოტას“ ცენტრში მუშაობდა და ქართული საქმეც გააკეთა. ის ისტორიაში შევიდა.

ცენტრის შეასვლელ კარზე მისალმება ყველა ენაზე ეწერა. – მე ქართველი ვარ, აქ უამრავი ქართველი მოდის და ჩვენი ენაც უნდა დააფასოთ, – მიმართა დირექტორს. ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება მალევე მიიღო და კარზე ქართული სიტყვაც გაჩნდა – „მობრძანდით“.

width=600

წყარო: pt.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ