თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

Eurostat-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე სასურველი დიდი ბრიტანეთში მუშაობაა, რის გამოც ევროკავშირის ათასობით მოქალაქე ამჯობინებს დიდ ბრიტანეთში გადასახლებას და იქ მუშაობას. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ბრიტანეთში მცხოვრები 20-დან 64 წლამდე ევროკავშირის მოქალაქეებიდან 86% დასაქმებულია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს შორის დასაქმების კუთხით სასურველ ქვეყანად ბრიტანეთის შემდეგ მე-2 და მე-3 ადგილებს პორტუგალია და შვედეთი იკავებენ.

ყველაზე ნაკლებად სასურველი ქვეყნების რიცხვში კი საბერძნეთი, ლატვია და იტალია მოხვდნენ. ამასთანავე, საბერძნეთსა და იტალიაში დასაქმების სურვილი არ აქვთ არამხოლოდ ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ თავად იტალიელებსა და ბერძნებსაც კი.

Eurostat-ის 2018 წლის მონაცემების მიხედვით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით პირველ ადგილს იკავებს შვედეთი, სადაც მოსახლეობის 86,5% დასაქმებულია. მას მოჰყვებიან გერმანია (82,2%), ნიდერლანდები (81,2%), ესტონეთი (80,6%) და დანია (80,2%).

აღსანიშნავია, რომ არსებული კვლევის მიხედვით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ყველაზე დიდი პრობლემა საბერძნეთშია, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 59,9%-ია დასაქმებული. მას მოჰყვებიან იტალია (62,9%), ხორვატია (65,5%), ესპანეთი (67,5%) და ლუქსემბურგი (69%).

ამასთანავე, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რომელი ევროპული სახელმწიფოა ყველაზე სასურველი დასაქმების კუთხით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. დადგინდა, რომ ყველაზე სასურველ ქვეყნებად იტალია, მალტა, პოლონეთი და პორტუგალია ითვლება. მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ისეთ ქვეყნებში მუშაობის სურვილი, რომლებიცაა ირლანდია, ხორვატია, ლუქსემბურგი, უნგრეთი და დიდი ბრიტანეთი, უფრო მეტ ევროკავშირის მოქალაქეს აქვს, ვიდრე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ჩამოსულ მიგრანტებს.

 

 

BPN.GE

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ