თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

შტორმმა კიარამ ევროპაში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. უამინდობას მსხვერპლი მოყვა პოლონეთში, შვედეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და სლოვენიაში.სტიქიის გამო საფრანგეთში განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა.

შტორმი “კიარას” შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით ათასი ადამიანია დარჩენილი. ქარბუქისა და ძლიერი წვიმის გამო დახურულია სკოლების ნაწილი. ზოგიერთ რეგიონში შეზღუდულია სარკინიგზო და საავტომობილო გადაადგილება.

loading...

 

ავიარეისები გადაიდო ბრიტანეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების აეროპორტებში. დაგეგმილზე ორი საათით ადრე ჩაფრინდა ლონდონში ბრიტანული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი. ნიუ-იორკიდან აფრენილმა ლაინერმა ქარიშხალის დახმარებით გზა ლონდონამდე რეკორდულ დროში თითქმის 5 საათში დაფარა

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ