თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ევროპაში შესაძლოა ახალგაზრდა მიგრანტების „დაკარგული თაობის“ პრობლემა წარმოიქმნას. ამის შესახებ BBC ევროპის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოზე (FRA) დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირში 16-24 წლის მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ, სერიოზული გამოწვევები არსებობს. სააგენტოს თანამშრომლებმა გამოკითხეს მიგრანტები ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და შვედეთში და დაადგინეს, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურა, ხშირ შემთხვევაში, თვეების მანძილზე გრძელდება, რის გამოც, ახალგაზრდებს პასუხის მიღებამდე ქუჩაში უწევთ ცხოვრება.

loading...

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ახალგაზრდებს ტრავმას აყენებს და მათი მენტალური ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი „ჭკვიანური ინვესტიცია“ წარმატებულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და ევროკავშირში მიგრანტების „დაკარგული თაობის“ პრობლემა არ შეიქმნება.

ამისთვის სააგენტო ბლოკის წევრებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურების დაჩქარებას, ოჯახების გაერთიანების გამარტივებისკენ და მიგრანტებისთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისთვის მოუწოდებს.

2015-2018 წლებში ევროკავშირში თავშესაფარი ორმა მილიონმა მიგრანტმა მიიღო.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ