თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

 

უძველესი ბრიტანული ტურისტული კონცერნის Thomas-Cook-ის გაკოტრების გამო, ესპანეთში ასობით სასტუმროს დახურვა ემუქრება. როგორც ქვეყნის სასტუმროებისა და ტურიზმის ასოციაციების პრეზიდენტმა განაცხადა, საფრთხის ქვეშ ამ დროისათვის 500 სასტუმროა.

loading...

ხუან მოლასი ესპანურ გაზეთ Cinco Días-სთან ამბობს იმასაც, რომ “სიტუაცია შესაძლოა უფრო გაუარესდეს, თუ მთავრობა დაუყოვნებლივ არ გაატარებს საწინააღმდეგო ღონისძიებებს’’.

ცნობილმა ბრიტანულმა ტურისტულმა სააგენტომ Thomas Cook-მა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ესპანეთშიც ღია ანგარიშები დატოვა. ქვეყნის სასტუმროებისა და ტურიზმის ასოციაციების პრეზიდენტის ვარაუდით, კომპანიას ტურისტული სფეროს სულ მცირე 200 მილიონი ევროს ვალი აქვს.

Thomas Cook-მა გაკოტრების შესახებ გასულ კვირას გამოაცხადა. ამით სერიოზული დარტყმა მიადგა ესპანეთის ტურისტულ ინდუსტრიას. ბრიტანული კომპანია 30%-დან 70% -მდე ვიზიტორებით ავსებდა ესპანურ ტურისტულ კურორტებს.

 

bm.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ