თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

სასამართლომ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს 3, 5, და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,  ჯგუფის სამ ხელმძღვანელს კი ქვეყნიდან გააძევებენ.

ესპანეთის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრს განაჩენი გამოუტანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

loading...

ბრალდებულებს 3, 5, და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კრიმინალური ჯგუფის სამ ხელმძღვანელს კი ქვეყნიდან გააძევებენ. საქმე ეხება ე.წ. კანონიერ ქურდ, ზვიად დარსაძეს და მის ორ დამხმარეს.

ესპანეთში ტურისტული ვიზებით მყოფი ახალგაზრდები დანაშაულებრივ საქმიანობას 2012-2015 წლებში ეწეოდნენ.

ისინი ქალაქ მადრიდსა და გვადალახარაში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, რის შემდეგაც მოპარულ ნივთებს რეალიზაციისთვის რუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.

კრიმინალური ჯგუფის შემადგენლობაში ყოველთვის იყო რამდენიმე ათეული პირი, თუმცა ძარცვაში ძირითადად ახალგაზრდები  მონაწილეობდნენ, რომლებიც ესპანეთში ტურისტული ვიზით რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ესპანეთში ყოფნის დროს ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებელი სახლით, თანხით, სახლების ძარცვისთვის საჭირო აღჭურვილობით და 3-5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფებით მოქმედებდნენ.

ახალგაზრდები მოპარულ ნივთებს კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელებს გადასცემდნენ.

დაკავებული დამნაშავეების დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ