ერთად ვისწავლოთ იტალიური ენა – გაკვეთილი 1

მოგესალმებით !

სიმართლე გითხრათ “ერთად ვისწავლოთ იტალიური ენა” პირველი გაკვეთილი როდესაც ავტვირთე არ მეგონა თუ ამდენი გამოხმაურება მოჰყვებოდა, რეალობაში იმაზე მეტი მსურველი აღმოჩნდა იტალიური ენის სწავლის, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამიტომაც გადავწყვიტე “ერთად ვისწავლოთ იტალიური ენა”-ის მეორე გაკვეთილი შემოგთავაზოთ. ამ გაკვეთილში შემოგთავაზებთ არტილებს

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

იტალიურ ენაში ზოგიერთ შემთხვევაში a და in წინდებულები არ ერწყმის არტიკლს. მაგალითად:

a casa – სახლში
a scuola – სკოლაში
a teatro – თეატრში
a letto – საწოლში
a Roma –რომში
a Sud – სამხრეთში
a Nord – ჩრდილოეთში
andare a spasso – გასართობად წასვლა
andare a passeggio – სასეირნოდ წასვლა
andare a zonzo – სახეტიალოდ , საწანწალოდ წასვლა (ეს სიტყვა ნამდვილად არ ვიცოდი) 🙂
in classe – საკლასო ოთახში
in cucina – სამზარეულოში
in via – ქუჩაში
in treno – მატარებელში
in montagna – მთაში
in campagna – სოფელში, ქალაქგარეთ
in discoteca – დისკოთეკაზე
in palestra – სპორტულ დარბაზში
in abergo – სასტუმროში
in biblioteca – ბიბლიოთეკაში
in citta – ქალაქში
in ufficio – ოფისში
in centro – ცენტრში
in pizzeria – პიცერიაში
in chiesa – ეკლესიაში
in farmacia – აფთიაქში
in Italia – იტალიაში
in Europa – ევროპაში
in banca – ბანკში

 

ერთად ვისწავლო იტალიურ ენა
არტიკლები

წყარო FC.com

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ