თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

1996 წელს დაბადებული გიორგი მენაბდიშვილი თურქეთში დააკავეს. როგორც დაკავებულის დედა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, გიორგი 2016 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გამორიცხულია.

ქართველი ემიგრანტი
გიორგი მენაბდიშვილი

„ჩემთან იმყოფებოდა იტალიაში 11 დღით. 7 წელი არ მყავდა ნანახი და ჩემს სანახავად ჩამოვიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. უკან ბარის აეროპორტიდან თურქეთში გადაფრინდნენ, სხვა აეროპორტში აიღეს ბარგი და იქიდან გადაფრინდნენ მეოთხე აეროპორტში. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, რეგისტრაციის გავლის შემდეგ გიორგი დააკავეს. თურქეთის საკონსულოში ბატონ მამუკას დავუკავშირდით რამდენჯერმე, თუმცა არაფერი არ იცოდა და გვითხრა, ცუდი რამე რომ იყოს გავიგებდი აქამდეო. ვეხვეწებოდი და ვედუმარებოდი, რომ გაერკვია რა მდგომაროებაში არის ბავშვი. არანაირი ყურადღება არ მომაქცია, გამითიშა ტელეფონი. ჩემი რძალი წასული იყო საქართველოში, სამინისტროშიც მივიდა. დღეს ისევ წავიდა გამომძიებელთან ერთად საელჩოში არიან და ჯერჯერობით არ ვიცი რა ხდება. ახლახანს ვესაუბრე ბატონ მამუკას და მითხრა რომ 2016 წელს აქვს ჩადენილი დანაშაული და მას შემდეგ იძებნებოდა. ჭკუაზე აღარ ვარ. ჩემმა რძალმა გაიხსენა, რომ გიორგი 2016 წელს სტამბოლიდან უკრაინაში გაფრინდა“, – განაცხადა ნანა წურწუმიამ.

loading...

როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

„საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ არის შესული, თუმცა აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია აქვთ. საკონსულო კომუნიკაციაშია დაკავებულის ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართლადამცავებთან. დადგენილ ვადებში გაიმართება სასამართლო პროცესი“ – აცხადებენ საკონსულოში.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ