თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც…

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია. ათენში მყოფი მანანა კვირიკაძე, რომლის საქმიანობა საქართველოში სამედიცინო სფეროსთან იყო დაკავშირებული. სოციალურ ქსელებში შექმნილი აქვს ემიგრანტული ჯგუფი, სადაც მთელი მსოფლიოში გაბნეული 106 000 ქართველია გაერთიანებული.

loading...

>მისმა ძალიან ემოციურმა მონათხრობმა და თავად ამბავმა, იქნებ, ბევრი ჩააფიქროს და მწარე რეალობა სხვა თვალით დაანახოს…

მისმა ძალიან ემოციურმა მონათხრობმა და თავად ამბავმა, იქნებ, ბევრი ჩააფიქროს და მწარე რეალობა სხვა თვალით დაანახოს…

მანანა კვირიკაძე
მანანა კვირიკაძე

„წარმოშობით ბაღდათიდან ვარ. დაუმთავრებელი სამედიცინო განათლება მაქვს, ფილოლოგიურზეც ვსწავლობდი. 12 წელია, რაც ემიგრაციაში ვარ. ბებოსთან ვმუშაობ, ნორმალური ბებოა. სამუშაო მძიმე არ არის- ემიგრანტობაა ძნელი. თუმცა უფრო ძნელია ის, როცა ამ შრომას სათანადოდ არ დაგიფასებენ ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად უნდა შეეძლოს. ზოგს უჭირს იმის გაცნობიერება, რომ თითოეული ევრო თუ დოლარი როგორი შრომის, ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასადაა მოპოვებული. საბერძნეთში ათენის ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვარ, იქ, სადაც ქართველი ემიგრანტების ნაკადი არ წყდება. აქედან აგზავნიან ფულს ოჯახებში, რომლებიც იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ბანკის ვალებს. ზოგჯერ ერთს კი არა, საქართველოში რამდენიმე ოჯახსაც კი ინახავენ.

ასე გრძელდება დღეები, თვეები და წლები. გრძელდება მანამ, სანამ არ დამთავრდება ემიგრანტობა და როდის დამთავრდება – ეს კი ზუსტად არც ერთმა ემიგრანტმა იცის… ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების თარიღი კალენდარზე არ არის აღნიშნული…

ერთხელ ბანკში ვიყავი, დაახლოებით დღის 12 საათი იქნებოდა, ჩემს რიგს ველოდებოდი. ქალბატონი, რომელიც დაახლოებით 70 წელს გადაცილებული იქნებოდა, სკამზე იჯდა და განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონზე – დრო და დრო მისი ხმამაღალი შეძახილი გვესმოდა: „დროზე აიღე ყურმილი!“..

-როგორც იქნა, გააგონეს:

-სად ხარ ამდენ ხანს? აიღე ფურცელი და ჩაიწერე კოდი, მიდი და ფული აიღე, დროზე, სამსახურში უნდა დავბრუნდე, გამოქცეული ვარ.

აქ ალბათ გაითიშა ტელეფონი, ისევ დაიწყო რეკვა. ისევ ამ სიტყვებს იმეორებდა, ისევ ითიშებოდა ტელეფონი და ასე რამდენჯერმე. ვიფიქრე, იქნებ, სალაპარაკო გამოელია მეთქი და ჩემი მობილური შევთავაზე, იუარა.

– ასე მითხრა, მძინავს და ნუ მაწუხებ, ავდგები და გავალო.

მისი დამშვიდება ვცადე: იქნებ, გვიანობამდე მუშაობდა, არ ინერვიულოთ მეთქი…

აქ ქალს თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუცვივდა და მითხრა:

მანანა კვირიკაძე
მანანა კვირიკაძე

– არა, შვილო, მე ვმუშაობ, მე, 72 წლის ქალი, ჩემი 38 წლის ვაჟკაცი, მუშაობს კი არა, იმასაც არ კადრულობს, რომ დროზე მიპასუხოს და აქ არ მაკანკალოს ამ სიცივეშიო.

აქ ირგვლივ მყოფები აყვირდნენ: ახლავე უკან გამოიტანეთ თანხაო!..

ქალი უარზე დადგა: მე ერთი კვირა ვეღარ გამოვალ, ისედაც დასვენების გარეშე ვმუშაობ. ცოდოა, შვილია მაინც, მე ხომ მაგისთვის ვშრომობ, გაიღვიძებს, როცა იქნებაო…

აქ ყველანი დავდუმდით… მე კი გავიფიქრე: გაიღვიძებს, კი გაიღვიძებს, მაგრამ… ღმერთმა ისე გააღვიძოს ყველა ემიგრანტის ახლობელი, რომ ცოტათი მაინც მოვიდნენ აზრზე და გაიგონ რის ფასად გვიჯდება სამშობლოში გასაგზავნი თითო ევრო…

წყარო: sputnik-georgia.com

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ